თბილისში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გვიან ღამით მიაყენეს.
“ტვ პირველი“ მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა.
“გამთენიისას ბარში დაიწყო ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის. 21 წლის გიორგი ახალაია მის დაბადების დღეს ბარში აღნიშნავდა, რა დროსაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რაც სისხლიანი გარჩევით დასრულდა. მხარეებმა გარჩევები ბარს გარეთ გააგრძელეს. მამაკაცმა 21 წლის ახალგაზრდას დანა რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის გულშიც, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა,“ - ავრცელებს ჟურნალისტი.
გიორგი ახალაია კლინიკაში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მოკლულის მეგობრების თმით, გიორგი ახალაია ბარ “სახელოსნოში“ მარტო იმყოფებოდა. განაგრძეთ კითხვა