სასწავლო წლის დასრულებამდე შემდეგი უქმე დღეები დარჩა:
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. 2025 წელს აღდგომა 20 აპრილსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.
2025 წელს სწავლის დასრულების ოფიციალური თარიღი - 15 ივნისი - კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს, პარასკევს დასრულდება.
თამარ იაკობაშვილი