კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს შორის უთანხმოება კვლავ გრძელდება. ამჯერად, საქმე 47 წლის რეპერის ახალ სიმღერას ეხება. კარდაშიანისა და უესტის შვილი, ნორთი, სკანდალურ პი დიდისთან ერთად მღერის. როგორც ცნობილია, პი დიდის ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული უკავშირდება. რეპერი გაუპატიურებებსა და სექსუალურ ტრეფიკინგშია ბრალდებული და დაპატიმრებულია.
ცოტა ხნის წინ კანიემ ახალი ალბომის გამოშვება დააანონსა. ალბომის გარეკანისთვის მომღერალმა სვასტიკა აირჩია. ასევე, ალბომიდან ორი ტრეკი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ სიმღერას - Lonely Roads Still Go to Sunshine პი დიდი, მისი ვაჟი, კრისტიანი, რომელიც ასევე გაუპატიურებაშია ბრალდებული და 11 წლის ნორთი ასრულებენ.
სიმღერა პი დიდის სამადლობელი სიტყვით იწყება. ის კანიე უესტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მაშინ, როცა ჰოლივუდში ყველამ ზურგი აქცია, კანიე მისი ერთგული დარჩა. თავის მხრივ, უესტი ამბობს, რომ პი დიდის დიდ პატივს სცემს და მამის ფიგურას ადარებს. ამის შემდეგ სიმღერას ნორთი იწყებს. მეორე სიმღერაში - World War 3 კანიე უესტი საუბრობს, რომ მას ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ და ადოლფ ჰიტლერს ადარებენ.
TMZ-ის ცნობით, 44 წლის კიმ კარდაშიანი მთელი ძალით ცდილობდა, სიმღერის გამოქვეყნებისათვის ხელი შეეშალა, რადგანაც არ სურდა, მისი შვილი პი დიდის სკანდალურ სახელს რაიმე ფორმით დაკავშირებოდა. ასევე, გასაჯაროვდა მიმოწერაც, სადაც ალბომის გამოქვეყნებამდე კიმი ყოფილ მეუღლეს სთხოვს, რომ ის სიმღერა, რომელშიც მათი შვილი მონაწილეობს, არ გამოაქვეყნოს.
"გამოასწორე ეს ყველაფერი, თორემ ომს დავიწყებ. ეს არც ერთისთვის იქნება კარგი შედეგის მომტანი. ჩემი მოკვლა მოგიწევს, თუ არ შეცვლი." - წერს კიმ კარდაშიანი ყოფილ მეუღლეს, კანიე უესტს.
ცნობილი, რომ კარდაშიანი უესტს შვილებთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობას არ აძლევს და როგორც რეპერი ამბობს, ეს მისთვის პრობლემაა:
"მე არ მინდა ჩემი შვილების უბრალოდ დანახვა. მე მათი აღზრდა მინდა. უნდა მქონდეს შესაძლებლობა, ვიცოდე, ვისთან მეგობრობენ, რა მოსწონთ... როცა ჩემს შვილებს ვხედავ, ეს ციხეში მათთან სტუმრობას უფრო ჰგავს!" - დაწერა კანიე უესტმა. მისმა გულშემატკივრებმა ივარაუდეს, რომ მისი მხრიდან შვილთან დაკავშირებული პროვოკაციული ქმედება სწორედ კიმ კარდაშიანის პოზიციას უკავშირდება.
Daily Mail-ის ცნობით, კიმ კარდაშიანი ქალიშვილის მაქსიმალურად დაცვას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ის სიმღერა, რომელშიც 11 წლის ნორთი მონაწილეობს, წაიშალოს და სოციალური ქსელებიდანაც გაქრეს. ამ მიზნით, კარდაშიანი სასამართლოშიც წავიდა და ყოფილ მეუღლესთან დავას აპირებს.