სოციალურ ქსელში პოპულარული დები - ევა და ანა-მარია ბუთიაშვილები დედასთან, ფიქრია ბუთიაშვილთან ერთად გადაცემაში "პოსტალიონი" იყვნენ სტუმრად. გოგონებმა სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს და მაყურებელს დადებითი განწყობა შეუქმნეს:
ფიქრია ბუთიაშვილი: ანა-მარია 5 წელია, ფანდურზე დადის. სახლში რომ მოდის, მეცადინეობს, ევა უსმენს და უსწავლია.
ანა-მარია: გიტარაზე სწავლა ახლა დავიწყე. 1 წელია, რაც დავდივარ.
ფიქრია ბუთიაშვილი: ყოველდღიურად ადრე ვდგებით, ევა ბაღში მიმყავს. ანა-მარია - სკოლაში. სხვადასხვა საგანში ემზადება, ფანდურზე დადის...
ანა-მარია: მინდა, მსახიობი გამოვიდე. ასევე, მინდა, ჩემი სტუდია მქონდეს. ვისაც საშუალება არ აქვს, ფულს არ გადავახდევინებ.
ანა-მარია გიტარასა და ფანდურზე უკრავს და გოგონებმა გადაცემაში 2 სიმღერა შეასრულეს, რაც შეგიძლიათ, ვრცლად გადაცემაში ნახოთ: