ვაშლის შტრუდელის რეცეპტი ვაჟა წულუკიძისგან - გემრიელი დესერტი თქვენი შვილებისთვის - მშობლები

ვაშლის შტრუდელის რეცეპტი ვაჟა წულუკიძისგან - გემრიელი დესერტი თქვენი შვილებისთვის

2025-03-19 13:25:02+04:00

თუ თქვენი შვილებისა და ოჯახისთვის გემრიელი დესერტის მომზადება გსურთ, ვაჟა წულუკიძის ვაშლის შტრუდელის რეცეპტს შემოგთავაზებთ. მაშ ასე, შტრუდელისთვის დაგჭირდებათ:

ცომი:

  • ფქვილი - 300 გრ
  • მარილი - 5 გრ
  • შაქარი - 5 გრ
  • წყალი - 130 მლ
  • ღვინის ძმარი - 20 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 20 მლ

გულსართი:

  • ვაშლი - 300 გრ
  • შაქარი - 100 გრ
  • ნიგოზი - 70 გრ
  • ქიშმიში - 70 გრ
  • დარიჩინი - 4 გრ
  • ვანილინი 1 პაკეტი
  • სიმინდის სახამებელი - 25 გრ

ასევე დაგჭირდებათ ქართული წარმოების სპრედი „ოდა“ 200 გრ და შაქრის პუდრა 70 გრ.

მომზადება:

თასში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და მარილი. კარგად გადაურიეთ და დაამატეთ ცივი წყალი, ასევე ღვინის ძმარი და ზეითუნის ზეთი. ერთგვაროვანი სტრუქტურის ცომის მისაღებად ხელით მოზილეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და კვლავ 5 წუთის განმავლობაში დაამუშავეთ. იდეალური ცომის მისაღებად გადააკარით საკვების შესაფუთი პარკი და დაასვენეთ 1 საათით.

გულსართის მოსამზადებლად თასში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ვაშლი, შაქარი, ნიგოზი, ქიშმიში, ვანილი, დარიჩინი და სიმინდის სახამებელი. ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და დროებით გადადეთ.

473697928-1441011463539050-4034401269228606733-n-1742376441.jpg

ქართული წარმოების სპრედი „ოდა“, რომელიც არ შეიცავს ტრანსცხიმებს და ქოლესტერინს, გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე. დასვენებული ცომი გაყავით 4 ნაწილად და თხლად გააბრტყელეთ. გაბრტყელებული ცომი მოათავსეთ ჩაის ტილოზე და წაუსვით გამდნარი სპრედი „ოდა“. დაადეთ მეორე ფენა და ზედაპირზე კვლავ ცხიმი წაუსვით. ანალოგიურად მოიქეცით მესამე ფენის შემთხვევაშიც. მეოთხე ფენას კი ცხიმი არ სჭირდება. ოთხივე ფენა მსუბუქად გადააბრტყელეთ და ცომის დაბოლოებაში მოათავსეთ წინასწარ გამზადებული გულსართი. შეუკეცეთ გვერდები და რულეტისებურად, მჭიდროდ შეახვიეთ, შემდეგ კი მოათასვეთ საცხობ ლანგარზე, რომელზეც წინასწარ დააფენთ საცხობ ქაღალდს. შტრუდელის მთელ ზედაპირზე წაუსვით გამდნარი „ოდა“ და გამოაცხვეთ ზედა-ქვედა წვის რეჟიმზე 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარი შტრუდელი აუცილებლად კარგად გააგრილეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრი და გემრიელად მიირთვით.

R