მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 20 აპრილს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
2024-2025 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2025 წელს 15 ივნისი კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს, პარასკევს დასრულდება.
საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი ივნისის ბოლო სამუშაო დღეს დასრულდება. ივლისიდან კი, როგორც წესი, საზაფხულო ბაღები ფუნქციონირებს.
თამარ იაკობაშვილი