ეს გოგონა მთელმა საქართველომ გაიცნო სოციალურ ქსელში ცნობილი ქველმოქმედის, დანტესის (დავით ოქროპილაშვილის) პოსტების მეშვეობით. დანტესი და ექიმი მედეა იობაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას მოუწოდებდნენ გაერთიანებისკენ 16 წლის მარიამ კოხრეიძისთვის, რომელიც ხუთშვილიანი ოჯახიდანაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს და გარდა იმისა, რომ საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც ჰქონდა. საზოგადოების დახმარებით, თანხა შეგროვდა, მარიამი თურქეთში წაიყვანეს.
როგორც დღეს დანტესი და მედეა იობაშვილი იუწყებიან, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ორი ოპერაცია გახდა საჭირო, „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას.