"დედა უკანასკნელად მოეფერა და მიაბარა მიწას 14 წლის საოცარი ქალიშვილი... თურმე საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა…" - 14 წლის ნია ლალიაშვილს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან - მშობლები
ნიკოლოზ რაჭველი სამწუხარო ამბავზე წერს სოციალურ ქსელში. მუსიკოსების - გიტარისტ ვაჩე ლალიაშვილისა და მევიოლინე მაგდა ცინცაძის 14 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მერვე სართულიდან გადმოვარდა...
"ნიაკო…
დღეს ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, ეროვნული ორკესტრის მევიოლინე და ჩვენი მეგობარი მაგდა ცინცაძე უკანასკნელად მოეფერა და შემდეგ ბოლომდე უყურა, როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის საოცარი ქალიშვილი… დღეს პირველად ვნახე ჩემი ორკესტრი გაქვავებული და შეძრული… ეს იყო ყველაზე მძიმე დღე, რაც ყველას ერთად გადაგვიტანია…
ღმერთმა ჩაიკრას გულში მისი სპეტაკი სული და გაძლება მისცეს მაგდას და აგრეთვე შესანიშნავ მუსიკოს ვაჩეს, ნიაკოს მამას…