მედიაში 20 წლის მოდელის, მარია კოვალჩუკის, ისტორია განიხილება. გოგონა დუბაიში, "შეიხების წვეულებაში" იღებდა მონაწილეობას, რის შემდეგაც გარკვეულ ხანს გაუჩინარდა. ახლახან კი მძიმე დაზიანებებით, ფაქტობრივად, ნაწამები იპოვეს. მარია გზის პირას დატოვეს. გოგონას ხელები, ფეხები და ხერხემალი დამტვრეული აქვს და სხვა უამრავი დაზიანებებიც აღენიშნება.
მედიის ცნობით, კოვალჩუკი დუბაიში მეგობრებთან ერთად, 15 თებერვლიდან იმყოფებოდა. თუმცა, 9 მარტს "შეიხების წვეულებაზე" მარტო წავიდა. მოგვიანებით დედას დაურეკა, რომ სასტუმროში დაპატიჟეს გავლენიან ადამიანებთან. 11 მარტს გოგონა ტაილანდში გაფრენას აპირებდა. თუმცა, აეროპორტში არ გამოჩენილა და ახლობლებთან კონტაქტიც შეწყვიტა, რის შემდეგაც მარიას ოჯახის წევრებმა პოლიციას დაურეკეს.
ახალგაზრდა მოდელის ძებნა დაიწყეს და ის რამდენიმე დღის შემდეგ, გზის პირას, მრავლობითი მოტეხილობებითა და დაზიანებებით იპოვეს. გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 20 წლის მოდელს კლინიკაში 3 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონას ახლა მხოლოდ ტუჩების მოძრაობა შეუძლია.
არსებული ვარაუდით, მარია სადისტი კლიენტების მსხვერპლი გახდა...
აღსანიშნავია, რომ Porto Party-ს, ე.წ. შეიხების წვეულების შესახებ ინფორმაცია მედიაში უკვე წელიწადზე მეტია, ქვეყნდება და ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც, სავარაუდოდ, შეიხები, ახალგაზრდა გოგონებს წვეულებაზე გარყვნილი ქმედების პარალელურად, სცემენ, თმას ჭრიან და განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან. დუბაის ესკორტ ჯგუფებში წერენ, რომ ბოლო წლებში რამდენიმე გოგონა უკვალოდ გაუჩინარდა.
მედიაში ასევე წერენ, რომ შეიხებთან ასეთი წვეულებები გოგონებისთვის ფულის შოვნის ერთ-ერთი საშუალებაა. ამ ხაფანგში კი, ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოდელები ხვდებიან და წვეულებაზე მხოლოდ დასწრებაში 500 დოლარს იხდიან. თუმცა, წვეულებაზე მოხვედრა მარტივი არ არის. შეიხებს თავიანთი კრიტერიუმები აქვთ. გოგონა აუცილებლად 23 წლამდე ასაკის უნდა იყოს. მინიმალური სიმაღლე 160 სმ-ია. გოგონებს, რომლებიც შეიხებს ემსახურებიან, აუცილებლად გამხდარი ფიგურა, კარგი კანი და ლამაზი ნაკვთები უნდა ჰქონდეთ...
მარიას ნათესავები მომხდარით შეშფოთებულები არიან. სავარაუდოდ, წვეულების შემდეგ გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში გზაზე დატოვეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდა მოდელის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.