ქართველი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძისა და მისი დიპლომატი მეუღლის - ხათუნა თოთლაძის ქალიშვილი ანასტასია 20 წლის გახდა. როგორც მისი ინსტაგრამგვერდიდან ჩანს, გოგონამ იუბილე პარიზში აღნიშნა, მეგობრების წრეში.
ცნობილი მამა სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს.
ავთანდილი და ხათუნა ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად მიიჩნევიან ქართულ შოუბიზნესში და ავთანდილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ცოლთან დიდი სიყვარულის გარდა დიდი მეგობრობაც აკავშირებს.
ხათუნა წლებია, დიპლომატიურ სამსახურშია - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ავთანდილი კი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია.
რაც შეეხება წყვილის ერთადერთ ქალიშვილს, რომელიც ძალიან ჰგავს დედას, ის ჯერჯერობით სწავლობს, ბევრ დროს ატარებს საზღვარგარეთ. გამორჩეული სტილი აქვს და საინტერესო ფოტოებს გამომწერებს უზიარებს ხოლმე.