ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ახალი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა.
"ეროვნულ ნაკრებში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი სიხარულია, როდესაც შეგიძლია შენი ქვეყანა წარმოადგინო", - აღნიშნა და განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა ბავშვობასა და მშობლებზე.
"რუსთავში ვიზრდებოდი, კარგი პერიოდი იყო... სირთულეებიც იყო, რა თქმა უნდა. 4 ბიჭის გაზრდა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული... მამა დილიდან ღამემდე მუშაობდა, დედა 4 ბიჭს გვზრდიდა. ვამაყობ ჩემი მშობლებით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან და რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხვდები, რამდენი რამ მაქვს მათგან ნასწავლი და შეძენილი".
გადაცემაში ასევე ისაუბრა ოთარის მეუღლემ - ელა ზარნაძემ. წყვილს ერთი გოგონა, ლივია ჰყავს და ელას თქმით, ოთარი ძალიან კარგი მამაა: "ოთო, საოცარი მამაა. ძალიან ჭკვიანი, გონიერი, კეთილი ადამიანია..."