როგორც ცნობილია, ბიზნესმენი, პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა. რამდენიმე დღის წინ შეყვარებულთან ერთად მალდივებზე ისვენებდა და იქიდან გამოაქვეყნა ვიდეო. მისი რჩეული ნუცა ადამიაა, რომელიც წარსულში ირაკლი ალასანიას ვაჟზე იყო დაქორწინებული.
ბექა ხოფერიას გახმაურებული ქორწილის შესახებ შარშან ივლისში საუბრობდა საზოგადოება. ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც სამშენებლო ბიზნესს უძღვება, რა ხანია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. ძველ ციხე-სიმაგრეში გამართულ ცერემონიას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მით უმეტეს, რომ ქორწილს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.
სოფოც ბიზნესმენია, როგორც ბექა. ბექასთვის ეს მესამე ქორწინება იყო და სამი ქალიშვილის შემდეგ სწორედ ამ ურთიერთობისას შეეძინა ვაჟი გიორგი. ნინას გარდა, მას კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს მეორე ქორწინებიდან - ასირიელ ინასთან, რომელსაც თავის ყველაზე ლამაზ ცოლად მოიხსენიებდა ხოლმე.
ბექა ხშირად აქვეყნებს ფოტოებს შვილებთან ერთად.
როგორც აღინიშნა, ცოტა ხნის წინ მესამე ცოლსაც დაშორდა და ნუცა ადამიასთან ერთად გამოჩნდა.
ნუცა ადამიას შესახებ საზოგადოებამ 2016 წელს შეიტყო, როცა ის ირაკლი ალასანიას რძალი გახდა.
ნუცას და ნიკა ალასანიას იმავე წელს შეეძინათ ქალიშვილი - თინათინი, რომელსაც თინუსად მოიხსენიებს ხოლმე ბებია - ნათია ფანჯიკიძე.
ნუცა და ნიკა ერთმანეთს დაშორდნენ და წყვილი რა ხანია, ერთად აღარ ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ კი ნუცა ბექა ხოფერიასთან ერთად გამოჩნდა. წყვილი უკვე არ მალავს ურთიერთობას და შესაძლოა, ბიზნესმენის მეოთხე ქორწინებაც მალე ვიხილოთ.