ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდნენ მეორე შვილის მშობლები, დუბაიდან ავრცელებენ კადრებს. წყვილს უფროსი ვაჟი გიორგი ჰყავს და პატარა ქალიშვილი ნინა. ნინას ფოტოებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, უსაყვარლესი გიო კი არც ისე დიდი ხანია წარუდგინეს საზოგადოებას და დამსახურებული სიყვარულიც უკვე მიიღო.
ლიზა და ირაკლი შეხმატკბილებული წყვილია. მეგობრობენ, ერთად მოგზაურობენ და ლიზას თქმით, ირაკლი ორივე მშობიარობას დაესწრო.
წყვილი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს კერძო სახლში, სადაც პატარა ძაღლიც არის - მიმი, რომელიც გიოს ძალიან უყვარს.