ჩიას თესლის სასარგებლო თვისებებზე უკვე ყველას სმენია, თუმცა ზუსტად რას უხდება ეს პროდუქტი და როგორ უნდა მოვიხმაროთ?
ჩიას პოპულარობა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება და დამსახურებულადაც. როგორც აღმოჩნდა, ეს მცენარე შეიცავს თითქმის ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება - ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მინერალები. ის საუკეთესო დამხმარეა წონის კლების დროსაც.
"მისი მირთმევის შემდეგ დანაყრების შეგრძნება საკმაოდ ხანგრძლივია. ჩიას მარცვალს სუპერ საკვებიც ეწოდება. 2 სუფრის კოვზი ჩიას მარცვალი დაახლოებით, 10 გრამ უჯრედისს (საკვებ ბოჭკოს) შეიცავს. ეს რეკომენდებული დღიური დოზის თითქმის 40%-ია. მოგეხსენებათ, რომ უჯრედისით, საკვები ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი წონის კლებას უწყობს ხელს. ჩიას შემადგენლობაში შედის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, უფრო მეტად კი ალფა-ლინოლენის მჟავა. რამდენიმე კვლევის შედეგის თანახმად ზემოაღნიშნული კომპონენტით გამდიდრებული საკვები ამცირებს მეტაბოლური სინდრომის და გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკს. ჩიას შემადგენლობაში შედის: კალციუმი, ფოსფორი, მანგანუმი, თუთია. სპეციფიკური გემო არა აქვს, ამიტომ, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სითხესთან, წვენთან ან წყალთან ერთად. განზავების შემდეგ ის გელის კონსისტენციას იძენს. ასევე, მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება სალათში ისევე, როგორც სალათის მოსასხმელის შემადგენლობაში, ან იოგურტთან, სუპებთან ერთად. ვფიქრობ, ყველაზე მეტი პოპულარობით მაინც ჩიას პუდინგი სარგებლობს. ნებისმიერი პროდუქტის მირთმევის დროს უნდა დავიცვათ ზომიერება. ამიტომ, ვფიქრობ, 28 გრამის ოდენობით, სასურველ სითხეში განზავებული და არა მშრალი სახით მიღებული ჩიას მარცვალი, საკმაოდ დამანაყრებელია და ჯანსაღი კვების რაციონის კარგი შემადგენელი კომპონენტია," - აცხადებს ენოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჩამონათვალი საკმაოდ დიდია: ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ამცირებს ჰიპერტენზიას, ზრდის გულის კუნთის ეფექტურობას, ამცირებს LDL ქოლესტერინს და განსაკუთრებით სასარგებლოა კარდიოვასკულარული სისტემის ჯანმრთელობისთვის. მისი ანთების საწინააღმდეგო კომპონენტები სარგებლის მომტანია სახსრების პრობლემების დროს. ასევე, მას აქვს დადებითი ეფექტი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ხელს უწყობს ჯანსაღი მიკრობიომის ფორმირებას. დამხმარეა კუჭის მჟავიანობისა და ძილის დარღვევების შემთხვევაშიც. აჩქარებს ქსოვილების განახლების პროცესს, რაც ანელებს ორგანიზმის დაბერებას. თანაბრად მოქმედებს თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღებაზე. ენერგიის იდეალური წყაროა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისა და ათლეტებისთვის, ასევე ხელს უწყობს მიომეტრიულ განვითარებას. მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი ამ თესლიდან უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა გამოიყენონ დაბალწნევიანმა ადამიანებმა, ასევე მათ, ვინც სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს მოიხმარს.
ჩიას დეტოქს წყალი - დაგეხმარებათ წონის კლებაში
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი
1 ლიტრი წყალი
1 ლიმონი
1 კიტრი
10-12 პიტნის ფოთოლი
1 სმ ჯანჯაფილის ძირი (დაჭრილი)
1 ჩაის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
წყალში ჩაყარეთ ჩიას თესლი და დატოვეთ 20-30 წუთი გაჯირჯვებისთვის. კიტრი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ლიმონი დაჭერით რგოლებად. დოქში ჩაყარეთ გაჯირჯვებული ჩიას თესლი, დაამატეთ კიტრის და ლიმონის ნაჭრები, პიტნის ფოთლები და ჯანჯაფილი. დაასხით წყალი და კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.
ეფექტი: ჩიას თესლი წყალში ჯირჯვდება და ზრდის მოცულობას, რაც იწვევს დანაყრების გრძნობას. მაღალი ბოჭკოების შემცველობა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის დაცლას. ლიმონი და ჯანჯაფილი აჩქარებს მეტაბოლიზმს. კიტრი დაბალკალორიულია და მდიდარია წყლით, რაც ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში. პიტნა აუმჯობესებს გემოს და ეხმარება საჭმლის მონელებას.
დალიეთ სასმელი დილით უზმოზე და ჭამამდე 30 წუთით ადრე, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ წონის კლების პროცესში.
ჩიას პუდინგი ხილით
ინგრედიენტები:
3 სუფრის კოვზი ჩიას თესლი
250 მლ რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული რძეც: ნუშის, ქოქოსის ან შვრიის)
1 სუფრის კოვზი თაფლი
ნახევარი ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
სეზონური ხილი: მარწყვი, ბანანი, ლურჯი მოცვი, ჟოლო და ა.შ.
მომზადება:
შეურიეთ ჩიას თესლი, რძე, თაფლი და ვანილი ჭურჭელში. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი, უმჯობესია ღამის განმავლობაში. პუდინგი რომ გასქელდება, მოურიეთ და დაამატეთ თქვენთვის სასურველი ხილი.
ჩიას ენერგეტიკული ბურთულები
ინგრედიენტები:
100 გრ ხურმა (დაბლენდერებული)
60 გრ შვრიის ფაფა
2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი
3 სუფრის კოვზი ქოქოსის ფქვილი
1 სუფრის კოვზი თაფლი
30 გრ მშრალი ხილი (ქიშმიში, გამხმარი გარგარი, ლეღვი)
ცოტაოდენი ქოქოსის ფქვილი გარედან შესაზელად
მომზადება:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთ ჯამში. მოზილეთ ერთგვაროვანი მასა. აიღეთ პატარა ულუფები და გააკეთეთ ბურთულები. მოაყარეთ ქოქოსის ფქვილი გარედან. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი გამაგრებამდე.