დუბაიში ე.წ. შეიხების წვეულებაზე მიმდინარე მოვლენებს უკვე უამრავი ადამიანი ეხმაურება. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ამბავი ახლახან მოხდა....
ორი კვირის წინ უკრაინელმა მოდელმა, მარია კოვალჩუკმა, ოჯახთან კონტაქტი შეწყვიტა. იქამდე გოგონამ დედას დაურეკა და უთხრა, რომ მეგობარმა შეიხების წვეულებაზე მიიწვია. მარია დუბაიში სწორედ მეგობრებთან ერთად იყო. წვეულების შემდეგ მას ოჯახის წევრები ვეღარ უკავშირდებოდნენ. 20 მარტს კი გოგონა გზის პირას, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. კოვალჩუკს ხელ-ფეხი, ხერხემალი ჰქონდა მოტეხილი და სხვა არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა.
როგორც ცნობილია, 20 წლის მოდელს უკვე 3 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას გამომძიებლებისთვის სიმართლის თქმა არ შეუძლია, თუმცა ტელეგრამ არხებსა და მედიაში აქტიურად ვრცელდება ვერსია, რომ მარია კოვალჩუკი შეიხებს ემსახურებოდა, არაკეთილსინდისიერმა კლიენტებმა კი გოგონა გააუპატიურეს და დაზიანებები მიაყენეს.
ე.წ. შეიხების წვეულების შესახებ, რომელიც დუბაიში იმართება, მედიაში სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება და უკვე არაერთი ადამიანი წერს, რომ წვეულება ბევრი გოგონასთვის ნამდვილ კოშმარად გადაიქცა...
უხეში სექსი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმისა, რასაც შეიხები გოგონებს წვეულებაზე დიდი თანხის სანაცვლოდ აკეთებინებენ და ზოგჯერ, მათი ქმედება წამებას უტოლდება. გავრცელებული ისტორიების თანახმად, მათ შეიძლება, გოგონა ოთახში რამდენიმე დღე გამოკეტონ, კბილები ამოაძრონ, თმა მოაჭრან, სხეული დაუზიანონ, ძვლები დაუმტვრიონ... ზოგ ქალს ფანჯრიდანაც კი აგდებენ. მარია კოვალჩუკის ისტორიამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი კვლავ გაზარდა. თუმცა, ის ერთადერთი დაზარალებული არ არის. რამდენიმე ისეთიცაა, რომელიც გადაურჩა ამ ყველაფერს და თავისი ამბის მოყოლით სხვებს აფრთხილებს.
2018 წელს რუსი მოდელი დუბაიში სამუშაოდ გაემგზავრა. მან კონტრაქტი ერთ-ერთ ადგილობრივ სააგენტოსთან გააფორმა. მისი ერთ-ერთი პირველი კლიენტი 39 წლის არაბი ბიზნესმენი იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი ეკატერინას იმდენად ცუდად ექცეოდა, რომ გოგონა მე-6 სართულის ფანჯრიდან გადახტა... სტეციუკმა უამრავი დაზიანება მიიღო, რის გამოც გოგონა, ფაქტობრივად, თავიდან ააწყვეს.
როცა ეკატერინა გონს მოვიდა, სამართალდამცავებს ყველაფერი უამბო, თუმცა მალევე გისოსებს მიღმა თავად აღმოჩნდა. გოგონას კლიენტმა უჩივლა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ გოგონამ მისი მოკვლა სცადა. არაბმა ბიზნესმენმა საკუთარი სიტყვები ვერ დაამტკიცა, ამიტომაც ეკატერინა 3 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა დეპორტაციას ვეღარ გადაურჩა.
"ეს იყო სრული სისულელე. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, მინდა, სხვა გოგონები გავაფრთხილო და ვუთხრა, რომ ფხიზლად იყვნენ, რათა თავიდან აირიდონ ის, რაც მე დამემართა. მე გამიმართლა. ჩემი ამბავი შეიძლება, ბევრად უარესად დამთავრებულიყო..." - თქვა ეკატერინა სტეციუკმა.
2017 წელს 21 წლის მარია საზონოვას ახალი აიფონის შეძენა უნდოდა, ამიტომაც ფულის შოვნა ესკორტ-მომსახურებით გადაწყვიტა. ბოლოს საყვარელ ადამიანებს ბაჰრეინის აეროპორტიდან ესაუბრა. მას შემდეგ, მარიას კვალი არსად ჩანდა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა და მისი ძებნა დაიწყეს. საბედნიეროდ, საზონოვამ საქმიდან გასვლა შედარებით მარტივად მოახერხა. ის იორდანიაში ესკორტის მომსახურებისთვის დააკავეს და რუსეთში დააბრუნეს. მისმა ოჯახმა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
კიდევ ერთი რეზონანსული ამბავი დუბაიში 2021 წელს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ Dubai Marina-ს ერთ-ერთი ბინის აივანზე ათზე მეტი გოგონა სრულიად შიშველი პოზირებდა. საერთაშორისო სკანდალი ატყდა, რადგანაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საზოგადოებრივი წესებისა და მორალის დაცვის თვალსაზრისით, ძალიან მკაცრი წესები არსებობს. გოგონები მალევე დააკავეს. მათ წესების დარღვევისთვის პატიმრობა ემუქრებოდათ, მაგრამ, საბოლოოდ, საქმე, დეპორტაციით დასრულდა.
ბოლო პერიოდში დუბაიში ე.წ. შეიხების წვეულება ხშირად იმართება. იქ ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოდელები, ფულის გამომუშავების მიზნით ხვდებიან და წვეულებაზე მხოლოდ დასწრებაში 500 დოლარს იხდიან. თუმცა, წვეულებაზე მოხვედრა მარტივი არ არის. შეიხებს თავიანთი კრიტერიუმები აქვთ. გოგონა აუცილებლად 23 წლამდე ასაკის უნდა იყოს. მინიმალური სიმაღლე 160 სმ-ია. გოგონებს, რომლებიც შეიხებს ემსახურებიან, აუცილებლად გამხდარი ფიგურა, კარგი კანი და ლამაზი ნაკვთები უნდა ჰქონდეთ...
ჯერჯერობით, მარია კოვალჩუკის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. ის გოგონები კი, რომლებმაც მსგავსი ტანჯვა გაიარეს, სხვა ქალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.