მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შესაძლოა, სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ, გარკვეული დროის შემდეგ, სასკოლო პროგრამიდან მნიშვნელოვანი საკითხების გახსენება მაინც უჭირთ ხოლმე. დღეს ერთ ტესტს გაგიზიარებთ, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს და გაჩვენებთ, რამდენად კარგად გახსოვთ ის თემები, რომლებიც სკოლაში, სხვადასხვა საგნის ფარგლებში ისწავლება. თქვენი ამოცანაა, 10 შეკითხვიდან უმრავლესობას პასუხი სწორად გასცეთ:
1. რომელია მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტა?
2. რომელი პოეტის ლექსიდანაა სტროფი:
"ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!"
3. რამდენ წყვილ ქრომოსომას შეიცავს ადამიანის გენომი?
4. რომელი ოკეანეები ეკვრის გარსს აფრიკას?
5. მუსიკალური ნოტები სანოტო ხაზებზეა განლაგებული. რამდენი ხაზისაგან შედგება ის?
6. რა ჰქვია ზოოლოგიის ნაწილს, რომელიც ფრინველებს შეისწავლის?
7. რა ჰქვია მხატვრობის სტილს, რომელიც მხატვარს საშუალებას აძლევს, რეალობის სუბიექტური აღქმა გამოხატოს?
8. დედამიწის უდიდესი ქვიშიანი უდაბნო არის...
9. რა იყო პინაკოთეკა ძველ საბერძნეთში?
10. რომელ კლიმატურ სარტყელშია იტალია?