55 წლის ვარსკვლავი ბროდვეის მიუზიკლ "ოტელოს" პრემიერაზე გამოჩნდა ნიუ-იორკში, თეატრ ბერიმორში. მსახიობსა და მომღერალს, რომელიც ცოტა ხნის წინ სკანდალურად დაშორდა ბენ აფლეკს, გვერდს უმშვენებდა 17 წლის ქალიშვილი ემა.
ჯეი ლომ ცოტა ხნის წინ აღნიშნა თავისი შვილების - ტყუპი ემასა და მაქსის მე-17 დაბადების დღე. ისინი ჯენიფერმა მესამე ქმართან - მარკ ენტონისთან ქორწინებაში გააჩინა.
გოგონა კარგა ხანს ამბობდა, რომ ჯერჯერობით არ აქვს გარკვეული, რომელ გენდერს მიეკუთვნება. ემა ძალიან მეგობრობს ბენ აფლეკის ქალიშვილთან, რომელიც ჯერჯერობით ასევე სქესისადმი კუთვნილების გარკვევაშია.