ამ წყვილმა თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მედიაში და საზოგადოებაში. 80 წელს გადაცილებული ცნობილი მოდელიერისა და მასზე 46 წლით უმცროსი შვედი მოდელის სანდრა ნილსენის გახმაურებული ურთიერთობის დამაგვირგვინებელი იყო ბიჭუნა, რომელიც 2023 წელს გაჩნდა. მას ჯორჯო დაარქვეს, რობერტოს გარდაცვლილი მამის პატივსაცემად, და მისი დაბადების მომენტში მამამისი 82 წლის იყო, დედა კი - 36-ის. თუმცა რობერტო კავალის დიდხანს არ დასცალდა ნაბოლარა შვილით და ახალგაზრდა რჩეულით ტკბობა - 2024 წლის 12 აპრილს 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
დღეს მისი რჩეული სანდრა ნილსენი რობერტოს მიერ დატოვებული ქონებით ცხოვრობს ვაჟთან ერთად, რომლის ფოტო ახლახან გაასაჯაროვა.
სხვათა შორის, ფულსა და ძვირფასეულობასთან ერთად, მილიონერმა დიზაინერმა უკანასკნელ სიყვარულს 2 მლნ გირვანქა სტერლინგის ღირებულების კუნძულიც აჩუქა სტოკჰოლმთან ახლოს...
კავალისთვის ჯორჯო რიგით მეექვსე შვილი იყო. წყვილი ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდებოდა.
2015 წელს გადაწყვიტა იტალიელმა დიზაინერმა, საქმეებს ჩამოშორებოდა. გაყიდა თავისი ბრენდი Clessidra და ბედნიერი სიბერე გაატარა დაგროვილი ქონებით თუ აქციებიდან შემოსული ფულით. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი მამობის ბედნიერებაც კიდევ ერთხელ იგრძნო.
"ბიჭუნას ჯორჯიო დავარქვით, როგორც მამაჩემს ერქვა. მამა ნაცისტებმა დახვრიტეს, როცა მე 4 წლის ვიყავი", - უამბო კავალიმ ჟურნალისტებს.
კავალის პირველი ცოლი სილვანელა ჯანონი იყო. გოგონას მშობლებს არ მოსწონდათ სასიძო - არც განათლებით გამოირჩეოდა და მაშინ შემოსავალიც არ ჰქონდა. ქორწინების წინააღმდეგებიც იყვნენ და მერეც რამდენჯერმე მოსთხოვეს გოგონას, მიეტოვებინა რობერტო. წყვილს ორი შვილი შეეძინა, თუმცა 10 წელიწადში მაინც დაშორდნენ ერთმანეთს.
რობერტო კავალის დიდი ოჯახიშემდეგ რობერტო მოდელ ევა დიურინგერს შეხვდა, რომელიც "მის სამყარო 1997"-ის ფინალში მონაწილეობდა. კავალი მაშინ ჟიურიში იყო და ყველაფერს ეცადა, გოგონას გაემარჯვა. თუმცა ევას ასეთი გავლენიანი ადამიანის პროტექციამაც ვერ უშველა და მეორე ადგილზე გავიდა. რამდენიმე თვეში გოგონამ "მის ევროპა" მოიგო, მაგრამ ამ დროს უკვე კავალის ხვდებოდა და დიზაინერმა სთხოვა, ტიტულზე უარი თქვა. ევა დათანხმდა და იმის ნაცვლად, რომ სილამაზის დედოფლის მოვალეობები შეესრულებინა, ოჯახურ ცხოვრებაში ჩაერთო.
1990 წელს წყვილი დაქორწინდა და ერთად სამი შვილი შეეძინათ.
2014 წელს გახდა ცნობილი, რომ კავალი მეორე ცოლსაც გაშორდა. სწორედ მაშინ დააფიქსირეს პაპარაცებმა დიზაინერი ახალ მიჯნურთან, სანდრასთან, რომელიც მისი ცხოვრების უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა.