სულ ახლახან ირაკლი მაქაცარია გახდა 40 წლის. დღეს კი მისი მეუღლის - ლიზა ჩიჩუას დაბადების დღეა. ლიზა 23 წლის გახდა. წყვილი, როგორც წესი, ერთად აღნიშნავს ხოლმე ერთმანეთს მიყოლებულ დაბადების დღეებს. ამჯერად დუბაიში შეხვდნენ თავიანთ დღეობებს და იქვე, ოჯახურ გარემოში მოაწყვეს რომანტიკული ვახშამი. ლიზამ სიმბოლურად სანთელიც ჩააქრო.
წვეულებას ირაკლის კოლეგა და მეგობარი ნოე სულაბერიძეც ესწრებოდა ოჯახით. მან და ჯანეტმა პატარა ლილიც წაიყვანეს მოგზაურობაში.
ირაკლიმ და ლიზამ 2022 წლის ზაფხულში იქორწინეს. წყვილი მესამე წელია ერთადაა და ორ შვილს ზრდის - გიოს და ნინას.