სულ ახლახან ირაკლი მაქაცარია გახდა 40 წლის. დღეს კი მისი მეუღლის - ლიზა ჩიჩუას დაბადების დღეა. ლიზა 23 წლის გახდა. წყვილი, როგორც წესი, ერთად აღნიშნავს ხოლმე ერთმანეთს მიყოლებულ დაბადების დღეებს. ამჯერად დუბაიში შეხვდნენ თავიანთ დღეობებს და იქვე, ოჯახურ გარემოში მოაწყვეს რომანტიკული ვახშამი. ლიზამ სიმბოლურად სანთელიც ჩააქრო.
ირაკლიმ და ლიზამ 2022 წლის ზაფხულში იქორწინეს. წყვილი მესამე წელია ერთადაა და ორ შვილს ზრდის - გიოს და ნინას.