ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს თინეიჯერ ქალიშვილზე, რომელიც ახლა და ახლა იწყებს თურმე მის აღმოჩენას, როგორც საყვარელი მომღერლის.
"ელენემ არაფერი არ იცის, რას ვმღერი. მგონი ისიც არ იცის წესიერად, მომღერალი რომ ვარ. გუშინ მოვასმენინე სიმღერა "ელენეს", რომელიც აზრზე არ იყო, რომ მას ეძღვნებოდა და უი, მართლაო? რა კარგი სიმღერა ყოფილაო. კლიპიც საერთოდ არ ახსოვდა, არადა თვითონ მონაწილეობს... მერე "ამოდენა მდინარეში" რომ მე ვმღერი, და თურმე ძალიან უყვარს ეს სიმღერა და თურმე მის მეგობრებსაც, და უი, ამაზე ბევრი რილსი გვაქვს გადაღებულიო... არაფერი ამ ბავშვმა არ იცის... ეს ჩემი ბრალია ხომ?"
ელენე ნინის ხანმოკლე ქორწინებისას შეეძინა რუსეთში მცხოვრები ქართველი სპორტსმენისა და ბიზნესმენისგან ირაკლი კუტალაძისგან. ნინი მას შემდეგ აღარ დაქორწინებულა, ირაკლიმ კი მეორედ იქორწინა და ელენეს ნახევარდა ჰყავს, რომელსაც პერიოდულად ნახულობს ხოლმე.