მარიამ ტატანაშვილს ბევრი იცნობს. გოგონა, რომელიც საზარელ ავტოკატასტროფას გადაურჩა, მის შედეგებს დღემდე ებრძვის. მარიამმა 12 ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა სრული გამოჯანმრთელებისკენ. ის საზოგადოებას სთხოვს დახმარებას:
"მე ვარ 22 წლის მარიამ ტატანაშვილი. 3 წლის წინ როდესაც მეგობრებთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, მანქანა ტრაილერს შეეჯახა. ჩემი მდგომარრობის სიმძიმის გამო ექიმებს არ ეგონათ, რომ კომიდან გამოვიდოდი.
დამჭირდა 12 ოპერაცია, მათ შორის:
ერთი თვალის ამპუტაცია მაქვს გაკეთებული, მეორე თვალში კი თითქმის 100 პროცენტით მაქვს დაქვეითებული მხედველობა.
ძალიან მინდა, რომ ამ სამყაროს ისევ ვხედავდე. ამის დიდი იმედი მომცა ჩემმა ექიმმა და ამ ეტაპზე ჩემი თვალის ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას, რომ კვლავ დავინახო სამყარო...
ჩემი გვერდი შევქმენი იმისთვის, რომ ჩემს შესახებ მოგიყვეთ ისტორიები, განახოთ ჩემი ყოველდღიურობა და უდიდეს მადლობა გიხდით ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და გვერდში მიდგaხართ.
ყოველი თქვენგანისგან ჩემს მიმართ წამოსული თბილი დამოკიდებულება და ყურადღება უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ ვიბრძოლო ახალი ცხოვრების დაწყებისთვის.
სიყვარულით, მარიამი".
მიმღები შორენა ზიზიაშვილი
#GE62BG0000000162441132 საქართველოს ბანკი
მიმღები მარიამ ტატანაშვილი