ცნობილი ქალბატონი ლელა კილაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მეხუთე შვილის დედა გახდა, გუშინ იუბილარი იყო. დაბადების დღე მეგობრების წრეში, საყვარელ მეუღლესთან - მევიოლინე გიორგი ცაგარელთან ერთად აღნიშნა და სიმბოლურად სანთელიც ჩააქრო.
ამავე დღეს დაემთხვა გია ყანჩელისადმი მიძღვნილი მასშტაბური კონცერტი, რომელზეც ნიკოლოზ რაჭველთან, ბექა გოჩიაშვილთან, ნანი ბრეგვაძესთან და სხვებთან ერთად გიორგი ცაგარელიც მონაწილეობდა. ლელა, რასაკვირველია, ესწრებოდა კონცერტს და მეუღლეს გულშემატკივრობდა.
ლელა და გიორგი 2024 წლის სექტემბრის ბოლოს გახდნენ ბიჭის მშობლები, რომელსაც ანდრეა დაარქვეს. ლელასთვის ანდრეა მეხუთე შვილია - მას წინა ქორწინებებიდან ჰყავს ოთხი შვილი. გიორგი კი პირველად გახდა მამა.