ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უმცროსი ვაჟი დადუ 2 წლის გახდა. დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილი წვეულების თემა მხიარული ფერმა იყო, ტორტი კი - მანქანის ფორმის. დადუმ ტორტზე სანთლები მშობლებთან და უფროს ძმასთან - ბერუკასთან ერთად ჩააქრო.
ნანუკა გუდავაძე დაბადების დღის ფოტოსესიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "ვულოცავთ მე-2 დაბადების დღეს ჩვენს უსაყვარლეს პატარა ბიჭს", - წერს ნანუკა.