მსოფლიოს უმდიდრესი მამაკაცის, ჯეფ ბეზოსის ქორწილს უამრავი ადამიანი ელოდება. ცერემონიამდე სულ რამდენიმე თვე რჩება და მას უკვე "საუკუნის ქორწილსაც" უწოდებენ...
ფაქტობრივად, სამზადისი უკვე დასასრულს უახლოვდება და მედიაც სხვადასხვა დეტალის გაზიარებას იწყებს. მაგალითად, Daily Mail-ის ინსაიდერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ "საუკუნის ქორწილი" ივნისის ბოლოს არის დაგეგმილი.
55 წლის სანჩესმა ცერემონიისთვის Oscar de la Renta-ს კაბა აირჩია, Vogue-ის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური კი სამოსის შერჩევაში პირადადაა ჩართული. ერთ-ერთი ვერსიით, საქორწილო წვეულება ვენეციაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ იახტაზე, Koru-ზე გაიმართება. სხვათა შორის, სწორედ ამ გემზე 2023 წლის მაისში, ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ლორენ სანჩესს ჯეფ ბეზოსმა ცოლობა სთხოვა და 20-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 2,5 მილიონი დოლარია.
სავარაუდოდ, საქორწინო ცერემონია ვენეციაში გაიმართება. 26-დან 29 ივნისის ჩათვლით ქალაქის ორი საუკეთესო სასტუმრო, Gritti Palace და Aman Venice, სრულადაა დაჯავშნილი. იქ ერთი ნომრის საშუალო ღირებულება 30 ათასი დოლარია... ასევე, ინსაიდერები საუბრობენ, რომ ვენეციაში ცნობილი სტუმრების დასახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან და უსაფრთხოების ზომებს იღებენ. როგორც ცნობილია, ლორენ სანჩესი არაერთ ცნობილ მეგობარს დაპატიჟებს, მათ შორის არიან: ოპრა უინფრი, ორლანდო ბლუმი და კეტი პერი, კიმ კარდაშიანი, ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი, ჯოშუა კუშნერი და კარლი კლოსი, დაიან ფონ ფურსტენბერგი, კამილა მორონე, ბრუკს ნადერი, ევა ლონგორია და მრავალი სხვა ცნობილი სახე.
Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსსა და ჟურნალისტ ლორენ სანჩესს შორის რომანი 2018 წელს, სკანდალით დაიწყო. როდესაც მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი გახდა, ბიზნესმენი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო და მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რომ ის ცოლს ღალატობდა. იმ პერიოდში ლორენ სანჩესიც დაქორწინებული იყო... თუმცა, ორივე დაშორდა მეუღლეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება.
სამი წლის შემდეგ წყვილმა ჟურნალისტებს პირველი ერთობლივი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მათ თავიანთი კავშირი საკმაოდ ლაკონურად და ზედმეტი სენტიმენტალურობის გარეშე აღწერეს და თქვეს, რომ ერთი გუნდი არიან. წყვილს ნდობის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, რადგანაც ლორენ სანჩესი აპირებს, ქმრის მიერ შექმნილი საჰაერო ხომალდით კოსმოსში გაფრინდეს... მას შემდეგ, რაც ბეზოსმა საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვა, უამრავი ადამიანი მათ ქორწილს დიდი ინტერესით ელოდება და ყველას სურს, გაიგოს, როგორი იქნება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საქორწინო ცერემონია.