38 წლის ვარსკვლავი მეგან ფოქსი უკვე ოთხი შვილის დედაა. მსახიობს ქალიშვილი შეეძინა. ამის შესახებ ბავშვის მამამ - კალსონ ბეიკერმა აცნობა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით. "როგორც იქნა, ის აქ არის! ჩვენი პატარა ზეციური მარცვალი".
მსახიობის ორსულობის შესახებ შარშან ნოემბერში გახდა ცნობილი, როცა მეგანმა ტესტის დადებითი პასუხი გამოაქვეყნა ტექსტით: "სინამდვილეში არაფერი იკარგება. გილოცავ დაბრუნებას".
ამ ფრაზაში მეგან იგულისხმა 2022 წლის მუცლის მოშლის ეპიზოდი, როცა ორსულობა მესამე თვეზე შეწყდა.
მეგანმა და მუსიკოსმა კალსონმა ერთმანეთი 2020 წელს გაიცნეს ფილმის გადაღებაზე, როცა ვარსკვლავი ყოფილ ქმარს - ბრაიან ოსტინ გრინს ეყრებოდა. თითქმის ნახევარ წელიწადში დაინიშნა კალსონზე და მას მერე ერთად არიან. პერიოდულად ვრცელდებოდა ხმები კალსონის ღალატის და წყვილის უთანხმოების შესახებ, თუმცა ახლა უკვე საერთო შვილიც შეეძინათ და მის დაბადებასაც ერთად აღნიშნავენ.
მეგან ფოქსი 1986 წელს დაიბადა ამერიკაში. მისი მშობლები მაშინ გაიყარნენ, როცა მეგანი სამი წლის იყო. დედა მალევე გათხოვდა, მასზე ბევრად უფროს მამაკაცზე, რომელსაც საკმაოდ მკაცრი და უხეში ხასიათი ჰქონდა. მეგანის თქმით, მამინაცვლის მხრიდან გამოვლენილი ზედმეტი სიმკაცრე მის და მისი დის მიმართ, იყო მიზეზი იმისა, რომ ზრდასრულ ასაკშიც მეგანს პანიკური შეტევები ჰქონდა და უკონტროლოდ აგრესიული ხდებოდა.
ხუთი წლიდან დაკავებული იყო ცეკვებით და დრამატულ წრეშიც იყო ჩართული. რამდენიმე ჯილდოც აქვს მიღებული, როგორც მოცეკვავეს. კინოში კი 2001 წლიდან თამაშობს და არაერთხელ დაასახელეს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და ლამაზ ქალად მსოფლიოში.
2004 წელს გადაღებებზე შეხვდა მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინს, რომელსაც მალევე ცოლადაც გაჰყვა.წყვილს სამი ვაჟი შეეძინა.
თუმცა როგორც ცნობილია, მეგანი მათ ადრეული ბავშვობიდან გოგონებივით აცმევს. მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ არაერთხელ განაცხადეს, რომ ნებას რთავენ შვილებს გამოიყურებოდნენ ისე, როგორც მათ სურთ - მაშინაც კი, თუ ეს სხვებს არ მოსწონთ.
სამივე მათგანი იმაზე გრძელ თმას ატარებს, ვიდრე მათი თანატოლები. ხანდახან მეგანი თავის მცირეწლოვან შვილებს თმის შეღებვის უფლებასაც აძლევს. განსაკუთრებით ნოას, ფოქსის უფროს ვაჟს, უყვარს ეს საქმე. მისი ერთ-ერთი საყვარელი ფერია ვარდისფერი და უკვე რამდენჯერმე შეიღება თმა.