ჯეჯილი აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ატრიბუტია. იმისთვის, რომ სააღდგომოდ ჯეჯილი საუკეთესო ფორმაში იყოს, ის დროულად უნდა დათესოთ. თუ დააგვიანეთ, არასაკმარისად იქნება გაზრდილი, თუ ადრე მოგივიდათ დათესვა, შეიძლება ისეთი ხასხასა და ბიბინა აღარ იყოს.
ჯეჯილის დათესვის იდეალური დრო სააღდგომოდ დაახლოებით 10-12 დღით ადრეა.
წელს 20 აპრილს არის აღდგომა, ესე იგი, 8-10 აპრილს უნდა დათესოთ, რომ ის სააღდგომოდ საუკეთესო ფორმაში იყოს.
მარცვლების შერჩევა – შეარჩიეთ ხარისხიანი ხორბლის მარცვალი
გაჟღენთვა – მარცვლები ჩაყარეთ წყალში და დატოვეთ 24 საათი.
ნიადაგის მომზადება – თხელი ფენით მოათავსეთ ნიადაგი ან ბამბა ლანგარზე/თასში.
დათესვა – გაჟღენთილი მარცვლები თანაბრად გაანაწილეთ და ოდნავ დააჭირეთ ნიადაგზე.
მორწყვა – ყოველდღე ნაზად მორწყეთ, მაგრამ წყალი არ უნდა დაგუბდეს.
სინათლე და სითბო – ჯეჯილი ყველაზე სწრაფად იზრდება თბილ და ნათელ ადგილას.
თუ გინდათ, რომ უფრო სწრაფად გაიზარდოს, შეგიძლიათ ცოტა ადრე (5-7 აპრილს) დათესოთ, ხოლო თუ ზრდის შენელება დაგჭირდებათ, შედარებით გრილ ადგილას გადაიტანეთ.