ამ ქორწილის ვიდეო სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. ქართველი მამაკაცი კამბოჯელ გოგონაზე დაქორწინდა და მდიდრული, ტრადიციული საქორწინო ცერემონიაც შედგა. ბევრი დაინტერესდა, თუ ვინ არის ეს წყვილი.
ქორწილი სინამდვილეში 2024 წლის შემოდგომაზე იყო. სიძე ქართველი გიორგი ქაშიბაძეა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს. ის ბლოგერი და ბიზნესმენია.
პატარძალი კი კამბოჯელი ინფლუენსერი და წარმატებული ბლოგერია, სახელად Peachy bay.
წყვილი უკვე შვილსაც ელოდება.
ქორწილი კი წყვილმა ორჯერ გადაიხადა - ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი გოგონას სამშობლოში, კამბოჯაში, ადგილობრივი წესების სრული დაცვით.
ესეც ფოტოები ორივე ქორწილიდან.