ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი მშობლების საყურადღებოდ პოსტს აქვეყნებს:
"სანამ ყველა მშობელი დაკავებულია ობიექტურად ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებით და ბავშვებს აკლდებათ ყურადღება (არ იგულისხმება პირობითად ნაჭამია თუ არა) და ემოციური კავშირი, ამასობაში თურმე მოზარდების და ბავშვების რაღაც ჯგუფურ ჩათში, რომელსაც ლედი დიანას ფანები ჰქვია, მიდის ერთმანეთის უმოწყალო ბულინგი. ამ ჩათში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვნახე ფეიჯები ლედი დიანას ფანების. პატარა ბავშვები დებენ თავიანთ ფოტოებს და ვიდეოებს და აწერენ: 10-დან რამდენს მომცემდი? შეფასება აინტერესებთ.
მეთქი რა კავშირშია ეს სისულელე ლედი დიანასთან?! გულუბრყვილოდ მეგონა, რომ პრინცესა დიანაზეა საუბარი.არა, მეგობრებო. ლედი დიანა თურმე რაღაც რუსული, უაღრესად უხარისხო სერიალია მოზარდებზე, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამ რუს ლედი დიანას საქართველოში უამრავი ფანი ჰყავს. ვიღაცეები ქართულადაც ახმოვანებენ. სერიალის ლინკი ნახეთ კომენტარში და თავად განსაჯეთ, უნდა უყურებდნენ თუ არა თქვენი შვილები ამას. ჩვეულებრივი საწამლავია.
უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყურადღებით ყოფნა ბავშვისთვის ტელეფონის ხელიდან წაგლეჯას და ბავშვის დასჯას არ გულისხმობს. ნუ დავტოვებთ ამ ბავშვებს მარტოებს ისეთი მონსტრის წინაშე, როგორიც შეიძლება იყოს ინტერნეტი მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში. ესეც ლედი დიანას ფოტო. ლინკი კომენტარებში".