მომღერალი და უკვე შეფმზარეული თიკა ჯამბურია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი კაფე გახსნა, სოციალურ ქსელში მოულოდნელად ალაპარაკდა განვლილ განსაცდელზე. მისი მონათხრობის თანახმად, ცოტა ხნის წინ მელანომის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თიკას თქმით, ეს განსაცდელი გადალახა და ის იარაც შეიყვარა, რომელიც ხელზე დარჩა.
- უკვე წარსული ამბავია, უბრალოდ საჯაროდ არ მილაპარაკია აქამდე, არ მინდოდა, აჟიოტაჟი გამომეწვია... კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, არაფერი საშიშროება არ მემუქრება... ალბათ დადგება დრო, როცა ვრცლად მოვყვები ამ ამბავს...
ბოლო პერიოდში თიკა ჯამბურია აქტიურად გამოჩნდა ასპარეზზე. საზოგადოებას თავი გააცნო, როგორც შესანიშნავმა კულინარმა და საკუთარ საქმეს ჩაუდგა სათავეში. გარდა ამისა, ბოლო წლებში მკვეთრად დაიკლო წონაში, შესანიშნავ ფორმაშია და სტიმულს აძლევს სხვებსაც, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის.