ანზორ ერქომაიშვილის შთამომავლის საოცარი ნამღერი ინტერნეტჰიტად იქცა - "ყოველი დღე მასთან იყო ზეიმი, ყოველდღე ერთად ვმღეროდით..." - მშობლები

ანზორ ერქომაიშვილის შთამომავლის საოცარი ნამღერი ინტერნეტჰიტად იქცა - "ყოველი დღე მასთან იყო ზეიმი, ყოველდღე ერთად ვმღეროდით..."

2025-04-02 14:03:00+04:00

ანზორ ერქომაიშვილის შთამომავალი, მისი ოჯახის წევრი მარიამი, რომელსაც ბავშვობის გარკვეული პერიოდი უნიჭიერეს ბიძასთან აქვს გატარებული, ბოლო პერიოდში ქართველმა მაყურებელმაც გაიცნო. მარიამ ერქომაიშვილი ბარსელონაში გაიზარდა, თუმცა არასდროს შეუწყვეტია ქართულად სიმღერა და როგორც ამბობს, ბარსელონის ქართულ ეკლესიაში სწავლობდა გალობას. ბავშვობაში კი მოასწრო დიდ ანზორ ერქომაიშვილთან პირველი ნაბიჯების გადადგმა მუსიკაში და იმ დროიდანვე მღერის.

473588337-578235608420452-8219046727542145769-n-1743589090.jpg

"ყოველი დღე მასთან იყო ზეიმი, ყოველდღე ერთად ვმღეროდით... გული მწყდება, ბევრი რამის სწავლა შემეძლო მისგან…" - აღნიშნა მარიამმა "დღის პოსტში" სტუმრობისას. მისი მშვენიერი ნამღერი კი ინტერნეტჰიტად იქცა.