შესაძლოა, ცნობილი მსახიობის, ჟან-კლოდ ვან დამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. მსახიობს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჩვენება უკვე მისცა.
უფრო ზუსტად, ჟან-კლოდ ვან დამს ადამიანებით ვაჭრობაში ჩართულ ჯგუფში მონაწილეობაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულთა შორის, არასრულწლოვნებიც არიან.
როგორც პორტალი Hotnews იტყობინება, 64 წლის მსახიობს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ტრეფიკინგის მსხვერპლ რუმინელ ქალებთან. გამოძიებამ გაარკვია, რომ მსახიობს ეს ქალები კანში ვიზიტის დროს "აჩუქეს". მეტიც, არსებული ინფორმაციით, ვან დამმა იცოდა, ქალები საშინელ პირობებში მუშაობდნენ და ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ, თუმცა მათთან ურთიერთობა მაინც გააგრძელა. ამბავი მსახიობის ბევრი გულშემატკივრისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
ადვოკატმა ადრიან კუკულისმა თქვა, რომ ჟან-კლოდ ვან დამი სექსუალურ მომსახურებას ერთდროულად ხუთი გოგონასგან, მათი ნების საწინააღმდეგოდ იღებდა. რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატმა უკვე დაადასტურა, რომ მსახიობის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილია...
აღსანიშნავია, რომ დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილი მორელ ბოლია. ბიზნესმენი სამოდელო სააგენტოს დირექტორია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლივუდის ვარსკვლავს გოგონებს სწორედ ის ურჩევდა...
პროკურორის თქმით, მამაკაცი იასის მუნიციპალიტეტში შექმნილი ორგანიზაციის მეშვეობით, 2000 წლიდან 2016 წლამდე არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა. ყველა ქალი ფსიქოლოგიური იძულების გამოყენებით, სხეულით ვაჭრობაში ერთვებოდა.
ჯერჯერობით, ხმაურიან ამბავთან დაკავშირებით ვან დამს კომენტარი არ გაუკეთებია.
"არასრულწლოვანთა და ადამიანებით ვაჭრობის შესაძლო ქსელთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ჩვენი ბავშვობის კუმირთან კავშირსაც ავლენს..." - განაცხადა ადვოკატმა კუკულისმა.
რაც შეეხება მორელ ბოლის, მის საქმეზე გამოძიება 2022 წლიდან მიმდინარეობს და პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.
ჟან-კლოდ ვან დამის გულშემატკივრებს ამბის დაჯერება უჭირთ. აღსანიშნავია, რომ 80-90-იანი წლების ვარსკვლავი 5-ჯერ იყო დაქორწინებული. მათ შორის, გლედის პორტუგეზზე ორჯერ იქორწინა.
ქალი მსახიობის ცოლი პირველად 1987 წელს გახდა. მათ 2 შვილი შეეძინათ. ვან დამი მეუღლეს 1992 წელს დაშორდა და მალევე რომანი ყოფილი ცოლის მეგობართან, დარსი ლალიერთან დაიწყო. 1999 წელს ამ ქალსაც დაშორდა და პირველ მეუღლეს დაუბრუნდა. 10-წლიანი ქორწინების შემდეგ, მსახიობმა უკრაინელ მოდელ ალენა კავერინასთან დაიწყო რომანი. თუმცა, ცოლი ღალატზე თვალს ხუჭავდა, რადგანაც ისინი ოფიციალურად არ განქორწინებულან. ალენასთან რომანის შესახებ ჭორები კვლავ ვრცელდება.
ჯერჯერობით, უცნობია, რა სასჯელი დაეკისრება ცნობილ მსახიობს, თუკი მას დანაშაული დაუმტკიცდება.