ვირუსების წინააღმდეგ საუკეთესი საპროფილაქტიკო საშუალება ზურგისა და მკერდის მასაჟია ჩვილს მასაჟს იმიტომ უკეთებენ, რომ ჯერ კიდევ აუმოძრავებელი კუნთები გაუვარჯიშონ, თუმცა საჭიროა კი მასაჟი, თუ ბავშვმა უკვე ფეხი აიდგა?
თუ ბავშვი ძალიან მოძრავი და მოუსვენარია, დამამშვიდებელი მასაჟი მოუხდება: მთელ ტანზე, განსაკუთრებით კი ზურგზე ხელის მსუბუქი გადასმა. თუ ბავშვი ცოტა ზანტი და ნაკლებად მოძრავია, გამააქტიურებელი მასაჟი გაუკეთეთ. გაკაჟება სჭირდება ზურგს და დუნდულა კუნთებს.
მნიშვნელოვანია წვივ-ტერფის სახსრის და საერთოდ ფეხების მომზადება სრული დატვირთვისთვის.
ერთი წლიდან ბავშვები დაახლოებით 3-ჯერ უფრო ხშირად ცივდებიან, ვიდრე წლამდე ასაკში. ვირუსების წინააღმდეგ საუკეთესი საპროფილაქტიკო საშუალება კი ზურგისა და მკერდის მასაჟი, ასევე ხელების ვარჯიშია. ამ დროს შესანიშნავ ვენტილაციას განიცდიან ფილტვები, იწყება სხეულის გაკეჟება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, რაც იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა. ვარჯიში კარგად განიავებულ ოთახში ჯობს, ბავშვი შიშველი უნდა იყოს, პამპერსის გარეშე.
როცა ბავშვი უკვე სიარულს ცდილობს, მასაჟს იწყებთ ზურგიდან (ხელხემალს არ შეეხოთ), შემდეგ განაგრძეთ მუცლისა და მკერდის მიმართულებით. ხელი უსვით მუცლის ირგვლივ საათის ისრის მიმართულებით, მკერდის გვერდებიდან ზევით ნეკნების მიმართულებით, გვერდი აუარეთ სარძევე ჯირკვლებს. მასაჟი ფეხებზე განაგრძეთ და დაასრულეთ ხელებით. არ შეეხოთ მუხლებისა და იდაყვების სახსრებს.
მასაჟი კეთდება ასეთი თანმიმდევრობით:
ხელით "დაუთოვება" 3-4 ჯერ დაზელვა 3-4-ჯერ "დაუთოვება" დაზელვა დატყაპუნება "დაუთოვება"