თითქოს ძლივს დალაგდა ურთიერთობა ვიქტორია ბექჰემსა და მის რძალს შორის, რომ ახალი კონფლიქტი მომწიფდა. დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილეზე, რომელიც გრანდიოზულად გადაიხადა, არ მოვიდნენ უფროსი ვაჟი ბრუკლინი და მისი მეუღლე ნიკოლა პელტცი. მიზეზი მალევე გაირკვა - ბრუკლინი და მისი ძმა რომეო ისე არიან ნაჩხუბრები, არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ძმებს შორის დაძაბულობის მიზეზი კი რომეოს საცოლეა - კიმ ტერნბული. აღმოჩნდა, რომ ადრე, ცოტა ხნით ის ბრუკლინსაც ხვდებოდა.
ბრუკლინი დარწმუნებულია, რომ კიმი ანგარებიანი გოგოა და უბრალოდ მდიდარი და წარმატებული ქმრის ძიებაში ჯერ ბრუკლინს "გაუსინჯა კბილი", ახლა კი რომეოს გული დაიპყრო. მით უმეტეს, რომ მანამდე მადონას შვილ რომეო რიჩისაც ხვდებოდა.
ბექჰემის იუბილე ბრუკლინმა და მისმა ცოლმა სწორედ იმიტომ გამოტოვეს, რომ კიმს არ გადაჰყროდნენ. ამის გამო ვიქტორიას პარიზულ ჩვენებასაც არ დაესწრნენ. თავიდან ამბობდნენ, რომ ვიქტორიაც უკმაყოფილო იყო შვილის არჩევანით, თუმცა ახლა წერენ, რომ რომეომ მშობლები დაარწმუნა თავის სიყვარულში და მათ მხარდაჭერასაც გრძნობს.