პატარა დამიანე კვარაცხელია პირველად გამოჩნდა ასე საჯაროდ და რა თქმა უნდა, დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და გამარჯვების აღსანიშნავად ხვიჩას მეუღლე ნიცა თავაძე და პატარა ვაჟი, რომლებიც ყველა თამაშს ესწრებიან, ამჯერად სტადიონზეც ჩავიდნენ. დამიანემ იქ მყოფი საზოგადოების ყურადღება დაიპყრო, ინტერნეტსივრცეში კი მისი ფოტოების გამოჩენის შემდეგ მსჯელობენ, ვის უფრო ჰგავს, დედას თუ მამას?
ცნობისათვის, ნიცამ და ხვიჩამ 2023 წლის 16 ოქტომბერს იქორწინეს. პატარა დამიანე კი 2024 წლის 21 აგვისტოს გაჩნდა.
წყვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოში აღნიშნავენ. ნიცამ საქართველოში იმშობიარა და დამიანეც საქართველოში მონათლეს.
ნიცას და ხვიჩას იდილიური ოჯახი აქვთ და ხვიჩა მზრუნველი მეუღლე და მამაა.
„ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა... ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში, ნიცას, სულ ჩემ გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ", - ამბობს ხვიჩა.