ულამაზესი კანადელი მოდელის ქართველი ქმარი - ვინ არის ირაკლი როდონაია, რომელიც მშვენიერ ქართველ ცოლთან განქორწინების შემდეგ კრისტა ქობერზე დაქორწინდა. "საქართველოში აფხაზი ვარ, აფხაზეთში - ქართველი..." - მშობლები

ულამაზესი კანადელი მოდელის ქართველი ქმარი - ვინ არის ირაკლი როდონაია, რომელიც მშვენიერ ქართველ ცოლთან განქორწინების შემდეგ კრისტა ქობერზე დაქორწინდა. "საქართველოში აფხაზი ვარ, აფხაზეთში - ქართველი..."

2025-04-06 14:16:48+04:00

კანადელი კრისტა კობერი მსოფლიოში ცნობილი მოდელია. ბევრი პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე ყოფილა მისი ფოტოები, არაერთ ბრენდს უწევს დღესაც რეკლამირებას და მოდურ ჩვენებებზეც ჩნდება.

crista-cober-01-1743938345.jpgvogue-paris-01-1743938345.jpg87-5f5b2581e5d60ba6888ed54ec28198ad-1743938344.jpg

87-0c36436086061dafc88dfa3bb773c9f5-1743938344.jpg

image-1-1743943112.png

მას საქართველოშიც ბევრი იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ კრისტას ქართველი ქმარი ჰყავს და მასთან ერთად ორ შვილს ზრდის.

snapins-1743938417.ai_487457109_18502192243041318_3399939990354714434_n_1080.jpgsnapins-1743938417.ai_472971069_18486586075041318_3563093747461337618_n_1080.jpgsnapins-1743938417.ai_473051413_18486586096041318_7863579740714783366_n_1080.jpg

snapins-1743943112.ai_471167105_18482683906041318_854194042801086444_n_1080.jpg

კრისტას მეუღლე ცნობილი ქართველი პროდიუსერი ირაკლი როდონაიაა. ირაკლი 1981 წლის 4 ივლისს არის დაბადებული გაგრაში. შემდეგ გარკვეული წლები რუსეთში გაატარა, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია, კანადაში ცხოვრობს და საქმიანობს. მისი პროდიუსერობით არის გადაღებული მაგალითად, ლევან კოღუაშვილის ფილმი "მე-4 ბრაიტონი". ირაკლის დედა აფხაზი ჰყავს, მამა - ქართველი. არაერთხელ უთქვამს ინტერვიუში, რომ საქართველოში აფხაზია, აფხაზეთში - ქართველი. ხშირად დადის საქართველოშიც და ოკუპირებულ აფხაზეთშიც - მშობლიურ გაგრაში, ოჯახთან ერთად. საქართველოში ყოფნისას კრისტამ ქართული მოდური გამოცემისთვისაც იპოზიორა და საქართველოზეც გამოთქვა საკუთარი აზრი: “ბედნიერი ვარ, რომ მყავს დიდი ქართული ოჯახი. გაოცებული ვარ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მოდის სიღრმით, განსაკუთრებით ფილმებით, ირაკლის ფილმებით და სხვა ნამუშევრებით. აქ ყველაფერი ისეთი საოცარია, მეტყველების უნარს დაგაკარგვინებს.”

snapins-1743938417.ai_471391319_18482659486041318_3524065518758347072_n_1080.jpgsnapins-1743938417.ai_471159417_18482492665041318_7887175108431114306_n_1080.jpg

snapins-1743938416.ai_466090001_18474152599041318_7355401742802201249_n_1080.jpg
ირაკლი დიდ ოჯახთან ერთად

ირაკლის სამი შვილი ჰყავს - ილია, ნიკა და თემო. ილია პირველ ქორწინებაში შეეძინა - ცნობილ მოდის ბლოგერ და მოდური ბრენდების კრეატიულ დირექტორ ანკა ციციშვილთან.

untitled-1743938418.jpg2786-1-1743938416.jpg

ის და ანკა რუსეთში ცხოვრობდნენ და წლები მიიჩნეოდნენ იდილიურ და ყველაზე გემოვნებიან ცოლ-ქმრად. თუმცა შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.

bc347ece5c3eae473de6c60678756eb5-1743938416.webp

ირაკლიმ კანადაში ხელახლა იქორწინა, თუმცა დიდ დროს ატარებს უფროს შვილთან და პირველ რიგში სწორედ მას გააცნო კანადელი ცოლი.

snapins-1743939382.ai_480362306_18494230672041318_1287025584709637980_n_1080.jpg

snapins-1743938416.ai_470945860_18483411925041318_7210793554547982222_n_1080.jpg

რაც შეეხება ანკას, მოგვიანებით მანაც შექმნა მეორე ოჯახი და მეორე ქორწინებაში კიდევ ერთი შვილი გაუჩნდა.

snapins-1743938416.ai_332229517_618066416818049_8348599817090538623_n_1080.jpg