ირაკლი კობახიძეს პროფესორი მეუღლე ნატალია მოწონელიძე და ორი ვაჟი, გეგა და ნიკო ჰყავს. მიუხედავად საჯარო ცხოვრებისა, მისი პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. ის მეუღლესთან ერთად არასოდეს ჩნდება საჯარო ადგილებში და საყოველთაო დღესასწაულებზე, სადაც პოლიტიკოსები ოჯახთან ერთად მიდია, ირაკლი კობახიძე შვილებით მიდის. ბიჭები კერძო სკოლაში სწავლობენ.
გეგა და ნიკო კობახიძეებმა მამის შესახებ გადაცემაში "ნოესთან" ისაუბრეს და დაასახელეს ის თვისებები, რომლებიც მასში ყველაზე მეტად უყვართ:
ნიკო: მამა მზრუნველი, შრომისმოყვარე და კეთილია. იმის მიუხედავად, რომ დრო არ აქვს, მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენთან ერთად იყოს. მამასთან ერთად ყველაზე მეტად ზღვაზე ყოფნა გვიყვარს.
გეგა: სხვადასხვა თემაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ უმეტესად სპორტსა და პოლიტიკაზე. ადრე ჩემთვის რომ ეკითხათ, მინდოდა თუ არა პოლიტიკოსობა, ალბათ, უარს ვიტყოდი, მაგრამ რაღაც დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. სხვადასხვა აზრისა და იდეის გამო, ზოგს არ მოსწონს, ზოგს მოსწონს. თავიდან განვიცდიდი. ადრე "ქერის უბანში" რომ გადიოდა, რატომღაც ძალიან ვნერვიულობდი. მერე მივეჩვიე და ვხალისობ ხოლმე. თავიდან მაგრად ვინერვიულე. ახლა აღარ ვნერვიულობ. ხომ ჩანს, რომ დაუმსახურებელი?! ამიტომ, მნიშვნელობა აღარ აქვს.
ნიკო: მამა ყველაზე ხშირად გვეუბნება, რომ ერთმანეთში არ იჩხუბოთ, თბილები იყავით და წიგნი წაიკითხეთო.
გეგა: მამა სერიოზულია, მაგრამ ძალიან გახსნილი და გულწრფელი. გარედან, თითქოს, ჩანს, რომ ძალიან სერიოზულია, არასდროს იცინის. მაგრამ, სახლში ჩვენთან ერთად ხუმრობს, ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც სხვები.
ნიკო: მე ფეხბურთელი მინდა, გამოვიდე. ფეხბურთზე დავდივარ. ნახევარმცველი ვარ. ჩემი ოცნებაა, რომ "ბარსელონაში" ვითამაშო.
გეგა: მე მინდა, პოლიტიკოსი გამოვიდე. ამას დადებითი მხარე ის აქვს, რომ შეგიძლია, რაღაც შეცვალო და ქვეყანა, მსოფლიო უკეთესობისკენ წაიყვანო. მამა რასაც აკეთებს, იმავეს გავაკეთებდი. მამას ყველაზე გამორჩეული თვისება სერიოზულობა და თავშეკავებულობაა. ბევრს ითმენს ისე, რომ რეაქცია არ აქვს.
ნიკო: მამა ძალიან შრომისმოყვარეა და საქმე ბოლომდე მიჰყავს.
გეგა: მამასთან ერთად გატარებული საუკეთესო დღე ჩემთვის, ნიკოს დაბადების დღეა. მე და მამა ერთად ვიყავით და ველოდებოთ, როდის ვნახავდით...