ჰოლივუდის ვარსკვლავი გალ გადოტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკუთარი ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის "დიდების ხეივანში", დიდ სკანდალში გაეხვა. 39 წლის მსახიობი ისრაელიდან წელს "ფიფქიაში" გამოჩნდა ბოროტი დედინაცვლის როლში. მანამდე კი, 18 წლისა "მის ისრაელი" გახდა, შემდეგ პოპულარობა მოიპოვა "ფორსაჟში", "ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ", "სასწაულ ქალში" შესრულებული როლებისთვის მოიპოვა.
გასულ კვირას ვარსკვლავის გახსნას ის მეუღლე იარონ ვერსანოსა და ოთხ ქალიშვილთან ერთად ესწრებოდა.
დაძაბულობა ცერემონიამდეც დაიწყო. გალ გადოტის ვარსკვლავს და იქ გამოჩენას საპროტესტო აქციით შეხვდნენ პროპალესტინური დაჯგუფებები. საქმე ისაა, რომ გალი საჯაროდ უჭერს მხარს ისრაელის პოლიტიკას და ახალგაზრდობაში ისრაელის ჯარშიც მსახურობდა.
შემდეგ კი ცერემონიაზე მისი საქციელით დარცა უკმაყოფილო უამრავი ადამიანი. ვარსკვლავმა რამდენჯერმე აკოცა ტუჩებში ერთ-ერთ ქალიშვილს და ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. სოციალურ ქსელში ის ძალიან გააკრიტიკეს. "რა საშინელი სანახავია", "როგორ შეიძლება ბავშვის ასე კოცნა!" - უამრავი მსგავსი კომენტარი მოჰყვა ვიდეოს.