ინტერნეტში 72 წლის მიკი რურკის ფოტოები გავრცელდა და განხილვის საგნადაც იქცა. 80-იანი წლების ვარსკვლავს ერთ დროს ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცებს შორის ასახელებდნენ, ახლა კი ბევრი თაყვანისმცემელი ვეღარც კი სცნობს, უამრავი პლასტიკური ოპერაციის გამო.
რურკმა მეგობრებთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
"ეს ის არ არის", "სახე გაინადგურა", "საწყალი მიკი" "რა ბიჭი იყო და რა უქნა თავს სულ უმიზეზოდ", - წერენ კომენტარებში.
მიკი რურკმა სახელი გაითქვა ფილმებით "ცხრა-ნახევარი კვირა", "ანგელოზის გული". არის "ოქროს გლობუსის" და "ბაფტას" ლაურეატი და "ოსკარის" ნომინანტი ფილმისთვის "რესტლერი". პროფესიონალურად იყო დაკავებული კრივით. ორჯერ იყო დაქორწინებული და ბევრი რომანიც ჰქონდა, თუმცა შვილი არ ჰყავს. თავადვე აღიარა, რომ ბევრი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა სიბერესთან საბრძოლველად.