ენდოკრინოლოგი მაია ხუბუა გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რა როლი აქვს წყალს ადამიანის ორგანიზმისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა წონაში კლების პროცესში და რა გავლენას ახდენს ის თავის ტვინის ფუნქციონირებაზე:
- ნივთიერებათა ცვლისთვის, მეტაბოლიზმისთვის წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც წყალს საკმარისად არ ვიღებთ, მეტაბოლიზმის პროცესი შენელებულია. ცხიმის წვისთვის წყლის გარკვეული რაოდენობაა საჭირო. ცხიმი რომ დაიწვას, საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი უნდა იყოს. შესაბამისად, თუ საჭირო რაოდენობის წყალი არ მივიღეთ, სისხლი შესქელებულია, ჟანგბადი ორგანოებს საკმარისად არ მიეწოდება და ცხიმის წვის პროცესის ნელდება. წყლის მიღება ტვინისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაუწყლოვნებული ტვინი ვერ აღიქვამს იმ ინფორმაციას, რომელსაც კითხვით, მოსმენით ვიღებთ. წყალი ყველა ორგანოსთვის საჭიროა, განსაკუთრებით, ტვინისთვის.