ლუსი ტუხაშვილი 9 წლის მოჭიდავეა ქიზიყიდან, პატარა ჩემპიონი, რომელზეც მწვრთნელი დიდ იმედებს ამყარებს და ამბობს, რომ მისი შრომისმოყვარეობის და სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარულის, ასევე გამარჯვებისადმი სწრაფვის წყალობით, დიდი პერსპექტივები აქვს. შესაძლოა, ლუსი მომავალი მსოფლიოს ჩემპიონია.
თავად გოგონა გადაცემა "შუადღეში" ამბობს, რომ ჭიდაობა ყველაზე მეტად უყვარს:
"ბოლომდე ვიბრძოლო და არ დავნებდე-თქო, ეს ფიქრი მაქვს. მარტო ჭიდაობაა ჩემთვის მთავარი. სხვები რომ თამაშობენ, მე ჭიდაობა მირჩევნია... 2 წლის წინ მომიყვანეს ჭიდაობაზე, ჩემმა დამ და ძმამ. სკოლასაც ვაცდენ, რომ ჭიდაობაზე მოვიდე...