დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი ნატალია გოგავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" სელისა და ჩიას თესლის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და განმარტავს, ეხმარება თუ არა ეს პროდუქტები ადამიანებს წონაში კლების პროცესში:
- ჩიასა და სელის თესლში დიდი რაოდენობით ბოჭკოა. თუ ჩიას ავიღებთ, ნახშირწყლებიდან თითქმის 100% ბოჭკოა. 12 გრამიდან 10 გრამი ბოჭკოა, რის გამოც ამ პროდუქტს შეუძლია, თავის წონაზე 10-12-ჯერ მეტი სითხე შეაკავოს. გელისებურ კონსისტენციას იღებს, ავსებს კუჭს. საკვების მონელების დროს ანელებს და უფრო ხანგრძლივ ნაყროვანების გრძნობას გვანიჭებს. შედეგად, მთელი დღის განმავლობაში ნაკლებ კალორიებს ვიღებთ. სელის თესლის შემთხვევაშიც ასეა. სელის თესლში როგორც ხსნადი, ასევე უხსნელი უჯრედისის ძალიან კარგი კომბინაციაა. ხსნადი უჯრედისი მავნე მიკრობებს ანეიტრალებს, ასევე ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს. ჩვენი ნაწლავების მიკროფლორისთვისაც ძალიან კარგია. უხსნელი უჯრედისი კუჭის მოქმედებას ხელს უწყობს, პერისტალტიკას აუმჯობესებს. მაგრამ ამ პროდუქტებს წყალი აუცილებლად უნდა დავახმაროთ. იმიტომ, რომ ეს პროდუქტები ძალიან დიდ სითხეს იკავებს. საშუალო დოზა, დღეში, დაახლოებით, 20 გრამია. 30 გრამს არ უნდა აღემატებოდეს იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა, შებერილობამ ან სხვა პრობლემების გამწვავებამ შეაწუხოს.
ნახეთ გადაცემა სრულად: