18 წლის შაილო ჯოლი-პიტის გარეგნობაზე მისი დაბადებიდან მსჯელობენ. ერთი პერიოდი მას უფრო მამას ამსგავსებდნენ, მით უმეტეს, რომ მას მამაკაცური სამოსი უფრო იზიდავდა და მოკლე ვარცხნილობა ჰქონდა. თუმცა ბოლო დროს კაბებიც მოირგო, ახალი ვარცხნილობით კი, კიდევ უფრო დაემსგავსა დედას.
მის ახალ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. დაწნული თმებით ანჯელინას ცნობილ გმირს - ლარა კროფტსაც კი მიამსგავსეს.
შაილოს ყველაზე მეტად ფართო შარვლების და ბოტასების ტარება უყვარს. ცეკვაზე დადის, ჰიპ-ჰოპს ცეკვავს და მისი ცეკვის ვიდეოები საკმაოდ პოპულარულია.