მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ავსტრიული კლინიკიდან აქვეყნებს ვიდეოს. როგორც ის შეშფოთებულ გამომწერებს პასუხობს, ყველაფერი რიგზე აქვს, ცუდად არ არის, უბრალოდ გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებს.
"დღეს რასაც ვისხამ, ერთი არის თმისთვის, მეორე - სახის ბრწყინვალებისთვის. ვინც მეკითხებით, ხომ ყველაფერი კარგად გაქვს, რა გჭირს? კარგად ვარ, უბრალოდ ეს არის გამაჯანსაღებელი ცენტრი, ვიკეთებთ სხვადასხვა პროცედურას, არის ავსტრიაში..." - ამბობს შორენა. ასევე აქვეყნებს საკვების ფოტოს და ბადების, რომლებსაც აბების სახით იღებენ ცენტრის კლიენტები.
შორენა ბოლო პერიოდში ხშირად მოგზაურობდა, დიდ დროს ატარებდა სხვადასხვა ქვეყანაში, ქალიშვილთან ან მეგობარ მამაკაცთან ერთად. თბილისში კი ძირითადად თავის ახალ სახლშია ხოლმე, რომელშიც დიდი ხანი არაა გადავიდა და პერიოდულად ვიდეოსა და ფოტოებს აქვეყნებს.