47 წლის რეპერმა კანიე უესტმა სოციალურ ქსელ X-ში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყოფილ მეუღლეზე, ტეილორ სვიფტზე, მადონასა და სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა. რეპერის ახალმა განცხადებებმა საზოგადოებაში კვლავ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
კანიემ ერთ-ერთი პოსტი ყოფილ მეუღლეს, კიმ კარდაშიანს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ მათ ახლა კონფლიქტი შვილების მეურვეობის საკითხზე აქვთ. რეპერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კიმ კარდაშიანი მისი ძიძაა და ყოფილ ცოლს ინტიმური ვიდეოს გადაღება შესთავაზა… "ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ ის მეორე ნაწილში სუპერვარსკვლავი გახდეს." - დაწერა რეპერმა. პოსტში კანიემ კიმ კარდაშიანისა და მისი ყოფილი ბოიფრენდის, რეი ჯეის ინტიმურ ვიდეოზეც მიანიშნა.
მეორე პოსტი მომღერალ ტეილორ სვიფტს მიეძღვნა. კანიე უესტს უკვე მრავალი წელია, სვიფტთან კონფლიქტი აქვს. 2016 წელს რეპერმა სიმღერა "Famous" გამოაქვეყნა, სადაც ტეილოს სვიფტის მისამართით შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს. ახლა კი კანიე უესტმა დაწერა: "საინტერესოა, რომ ტეილორ სვიფტთან სექსი არ მქონია… ჯერ."
კანიე უესტმა ერთ-ერთი პოსტი 66 წლის მომღერალს, მადონას მიუძღვნა. რეპერმა დაწერა, რომ მადონას კოცნიდა და ის ამით ტრაბახობდა…
უესტმა ასევე სექსუალურ ძალადობაზეც ისაუბრა. რეპერს ყოფილი ასისტენტი ლორენ პიშოტა თვალთვალსა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალი მასთან 2021-2022 წლებში მუშაობდა.
"ნუ გაგიკვირდებათ, გოგონა, რომელიც მეფლირტავებოდა, მესამედ მაბრალებს გაუპატიურებას. რა სასაცილოა ცხოვრება." - წერს რეპერი. მან ლორენს კიდევ რამდენიმე პოსტი მიუძღვნა.
გარდა ამისა, რეპერმა თქვა, რომ ჩაცმული ქალები არ მოსწონს: "მძულს ტანსაცმელი ქალებზე. არ ჩაიცვათ ტანსაცმელი. წადით ვახშამზე საცურაო კოსტიუმითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით." აღსანიშნავია, რომ კანიე უესტის ცოლი, ბიანკა ცენზორი სწორი ამ სტილითაა ცნობილი. ქალი ოფიციალურ ღონისძიებებზეც კი ნახევრად შიშველი მიდიოდა.
კანიე უესტი სოციალურ ქსელებში უცნაური განცხადებებისა და ქმედებების გამო, მუდმივად კრიტიკის ობიექტია. მან ადრე გამოაქვეყნა პოსტები, სადაც წერდა, რომ საკუთარ ცოლზე დომინირებდა. ასევე, საკუთარ თავს ნაცისტს უწოდებდა. რამდენიმე დღის წინ კი, რეპერმა ახალი სიმღერით გულშემატკივრებს ამცნო, რომ ცოლმა მიატოვა.