5 წლის დავით ჩარკვიანი გადაცემაში "პოსტ ალიონი" სტუმრად მიიწვიეს. პატარა დავითს გადაცემაში ბლიც-შეკითხვები შესთავაზეს. შეკითხვები პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით მათემატიკის პროგრამიდან იყო.
დავით ჩარკვიანი პირდაპირ ეთერში გაუმკლავდა როგორც მარტივ ამოცანებს, ასევე რთული არითმეტიკული მოქმედებებიც შეასრულა, კვადრატული განტოლება ამოხსნა, იცოდა პითაგორას თეორემის, ლოგარითმების შესახებ. პატარა გენიოსი დიდ ციფრებს ერთმანეთზე უპრობლემოდ ამრავლებს, კრებს და მცირე დროში პასუხს წერს. აღსანიშნავია, რომ ბავშვი თავადვე ხსნის, როგორ მივიდა სწორ პასუხამდე.
იხილეთ დავით ჩარკვიანის მცირე-გამოცდა ვრცლად: