ხვალ მთელი საქართველოს მასშტაბით გაწვიმდება. 13 აპრილს გამოიდარებს, თუმცა 14 აპრილის ღამის საათებიდან 16 აპრილამდე კვლავ ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა:
- დასავლეთ საქართველოში ხვალ გაწვიმდება. ტემპერატურა +15, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 13 აპრილს ტემპერატურა ცოტა მოიმატებს, 16 აპრილამდე კი +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 16 აპრილის შემდეგ ტემპერატურა კიდევ მოიმატებს და +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ხვალ წვიმაა მოსალოდნელი. 13 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 14-დან 16 აპრილის ჩათვლით კი კვლავ ხანმოკლე ხასიათის წვიმას ველოდებით. ხვალ დღის საშუალო ტემპერატურა +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 13 აპრილს ტემპერატურა ცოტა მოიმატებს. 16 აპრილამდე დღის საშუალო ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება. 17 აპრილიდან გამოიდარებს და ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი. 13 აპრილს უნალექო ამინდი იქნება. 14 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. 17 აპრილიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ხვალ დღის საშუალო ტემპერატურა +10, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 13 აპრილს +15, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 17 აპრილიდან ტემპერატურა აქაც მოიმატებს და +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება.
20 აპრილს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.
19-20 აპრილს უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
თამარ იაკობაშვილი