მომღერალი თეთრ კუბოში იწვა და როგორც ახლობლები ამბობდნენ, ის ამბობდა, რომ თუ სიკვდილია, ბრენდებში უნდა მოკვდე, როგორებიცაა Stone Island, Burberry და საყვარელი ბოტასები. ეს სურვილიც, რა თქმა უნდა შეუსრულეს.


ცხედართან თავმოყრილნი იყვნენ მისი მშობლები, მეგობრები და ყოფილი ცოლი. 5 წლის შვილი არ მიუყვანიათ.
ფანების არმიას დაცვა აკავებდა, მოგვიანებით კი სიტუაცია უმართავი გახდა და სპეცრაზმიც ჩაერია საქმეში - ახალგაზრდები ყვიროდნენ რეპერის სახელს, ჯაჯგურობდნენ, ყველა იწევდა ეკლესიაში შესასვლელად და ცხედართან მისაახლოებლად. იყო ისტერიკები, ბევრი ახალგაზრდა მივიდა მთვრალი, ზოგს ხმამაღლა ჰქონდა ჩართული რეპერის ტრეკები.




რეპერი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა პოპულარული, როგორც ჯგუფ Kunteynir-ის დამაარსებელი. ხშირად მღეროდა ნარკოდამოკიდებულების პრობლემაზე და თავადაც დამოკიდებული იყო. 2009 წელს ციხეშიც მოხვდა ნარკოტიკების მოხმარებისა და გასაღებისთვის. 2013 წელს გამოვიდა და განაგრძო სცენაზე გამოსვლა. ჯგუფი მალე დაიშალა და ტეხნიკმა სოლოკარიერა დაიწყო. ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს თავი ვერ დააღწია. ხშირად დეპრესიაშიც იყო ამის გამო. 2024 წლის ოქტომბერში გამოაცხაა, რომ წაშლიდა ყველა ტრეკს, სადაც ნარკოტიკებია ნახსენები და ამას ბოროტება უწოდა. თუმცა სავარაუდოდ, თავად მაინც ბოლომდე ვერ დაანება თავი და ტაილანდშიც აკრძალული პრეპარატების დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა. მისმა ერთმა მეგობარმა დაკრძალვაზე ისიც თქვა, რომ სწორედ თაყვანისმცემლები არიან დამნაშავე მის სიკვდილში. "მათ ის მხოლოდ მთვრალი და გაბრუებული აინტერესებდათ, როცა "სიგიჟეებს სჩადიოდა". ფხიზელი კი არავის ახსენდებოდა".
