აღდგომის დღეების ტრადიციული სუფრის სიმბოლოდ, ტრადიციული პასკის გარდა, ხაჭოს პასკაც მიიჩნევა, რომელიც საქართველოში პოპულარული და მოთხოვნადი განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა. ეს არომატული, ნაზი და სასიამოვნო ტექსტურის დესერტი დღესასწაულის არა მხოლოდ გემრიელი დეტალია, არამედ განსაკუთრებული თბილი მოგონების მატარებელიც. ხაჭოს პასკა ძველი მართლმადიდებლური ტრადიციის ნაწილია და სიმბოლურად მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომასა და ახალ სიცოცხლეს უკავშირდება. პასკას, როგორც წესი, წვეტიანი პირამიდის ფორმა აქვს, რომელიც გოლგოთას სიმბოლოს წარმოადგენს და ამ დღესასწაულის სულიერ დატვირთვას გადმოსცემს.
მიუხედავად იმისა, რომ ხაჭოს პასკის მომზადება შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, იდეალური შედეგისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე პროფესიული საიდუმლოს ცოდნა.
გთავაზობთ 5 მთავარ რეკომენდაციას, რომელიც გამოცდილი შეფების რჩევებზეა დაფუძნებული:
მაღალი ხარისხის, ცხიმიანი და ფაფუკი ხაჭო არის თქვენი პასკის ძირითადი ინგრედიენტი. შეფები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ხაჭო, რომლის ცხიმიანობა მინიმუმ 6%-ია.
ხაჭო აუცილებლად დააბლენდერეთ, ან ორჯერ გაატარეთ საცერში, რათა მიღებული მასა იყოს იდეალურად ერთგვაროვანი.
ნუ გამოიყენებთ ცივ ინგრედიენტებს — კვერცხი, კარაქი, შაქარი და ხაჭო უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რათა მიქსი კარგად შეიკრას. ცივი ინგრედიენტები არღვევს ტექსტურას და პასკა შესაძლოა გამოვიდეს მძიმე.
ხაჭოს პასკის ტექსტურა უნდა იყოს ჰაეროვანი, ამიტომ მიქსერის გამოყენებისას ნუ გადააჭარბებთ გათქვიფვას. მასა უნდა იყოს რბილი, მაგრამ არა სითხესავით. საკმარისია ინგრედიენტები კარგად შეერიოს და შაქარი მთლიანად გაიხსნას.
ხაჭოს პასკისთვის სასურველია გამოიყენოთ მაღალი ხარისხის კარაქი (არანაკლებ 82% ცხიმიანობისა) და სქელი არაჟანი (20% ცხიმიანობით) — ორივე ინგრედიენტი უნდა იყოს სუფთა, მცენარეული ცხიმების გარეშე, რათა პასკა იყოს არომატული, თანაბრად ნაზი და სასიამოვნო სტრუქტურის.
ხაჭოს პასკას ტრადიციულად ემატება ვანილი, ქიშმიში ან ცედრა, თუმცა შეფების რჩევაა — ცადოთ ბევრი არომატული კომბინაცია:
თუ გსურთ უფრო დელიკატური გემო, ცადეთ ხაჭოს და რძის კონდენსირებული ნარევის კომბინაცია მცირე დოზით. ასევე, დაჭრილი თხილი და მანდარინის ჩირი შეიძლება თქვენი საიდუმლო ინგრედიენტი გახდეს.
შემადგენლობა:
მომზადების წესი:
NS