არის თუ არა ეს გაკაჟება - შოკის მომგვრელი მეთოდები ამ ვიდეოს და ზოგადად ბავშვების გაკაჟების ამ წესს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მაგალითად, რუსეთში, ძალიან ორაზროვანი გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე. ბევრს შეიძლება ახსოვდეს, რამდენიმე წლის წინ ამგვარი მეთოდებით ბავშვების გაკაჟება საქართველოშიც იყო პოპულარული. ბევრს დაჰყავდა შვილი სპეციალურ ინსტრუქტორებთან, რომლებიც ე.წ. მაუგლებს ზრდიდნენ. ისინი ბავშვებს საგანგებოდ მომზადებულ, საკმაოდ სარისკო ვარჯიშებს უტარებდნენ, ძალიან თხლად აცმევდნენ ან სულაც შიშვლები დაჰყავდათ და პროპაგანდას უწევდნენ ქალების წყალში მშობიარობის წესს. ეს მცირეხნიანი "მოდური აფეთქება", როგორც ჩანს, ვერ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ მალევე მიივიწყა ეს მეთოდებიც. რუსეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში კი დღესაც არის ხალხი, რომელიც ბავშვების ამგვარად გაზრდას უწევს პიარს. მშობლები ასე აკაჟებენ და ავარჯიშებენ ბავშვებს, თუმცა ამის ყურება და აღქმა მართლაც ძალიან ძნელია.